საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიმართ ინტერესი, როგორც დღევანდელი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემური საკითხების გადამჭრელი პოტენციური საშუალება, აქტიურად გაღრმავდა ევროპასა და მსოფლიოში გასული 5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაწყების შემდეგ. ჯეკ პერი ესაუბრება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის საკითხებზე მომუშავე მწერალსა და „საბაზისო შემოსავლის დედამიწის კავშირის“ გენერალურ მენეჯერს – მალკოლმ ტორის – საყოველთაო საბაზისო შემოსავალის მიმართ ინტერესის ბოლოდროინდელი ტალღების, ამ იდეის მომავლისა და ახლანდელ კონტექსტში არსებული უპირატესობების შესახებ.

ჯეკ პერი: თქვენი პირველი წიგნი საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე, სათაურით ფული ყველასათვის: რატომ გვჭირდება საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, გამოიცა 2013 წელს. შეგიძლიათ აღწეროთ საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებული დებატების მაშინდელი კონტექსტი და გვითხრათ ის, თუ რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი წიგნის დაწერა იმ დროს?

მალკოლმ ტორი: იგი დავწერე, რადგან ზოგადი შესავალი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ არსებობდა 1990 წლიდან მოყოლებული. ზოგიერთი ადამიანი საუბრობდა მის შესახებ, თუმცა იგი არ წარმოადგენდა ფართოდ გავრცელებული განხილვის საგანს. გავრცელებულ პრესას, გაერთიანებულ სამეფოსა და მის ფარგლებს გარეთ, არაფერი უხსენებია თავის სტატიებში საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე წლების განმავლობაში. აღნიშნულ თემაზე ბრიტანულ პრესასაც არაფერი გამოუქვეყნებია ადრეული 1990-იანი წლების შემდეგ. იყო წიგნები, რომელთა ნაწილი დიდი მოცულობით შეიცავდა ამ საკითხთან დაკავშირებულ თემებს (გაი სტენდინგსა და ფილიპე ვან პარიჯს ჰქონდათ დაწერილი უამრავი წიგნი) თუმცა ისინი ძირითადად აკადემიური ხასიათის სახელმძღვანელოებისაკენ იყვნენ მიდრეკილნი. ხელმისაწვდომი ზოგადი შესავალი იყო ის, რისი ნაკლებობის საკითხიც იდგა.

როგორ ახსნით საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებული ინტერესის გაზრდას როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე გლობალურად?

ის ფაქტორები, რომლებიც 1980-იანი წლებიდან დებატებს იწვევდა, მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, ტექნოლოგიის მიერ სამუშაო ადგილების გაუქმება და სულ უფრო და უფრო მყიფე და დაუცველი სამუშაო ბაზარი. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი დამცველობით ფენას შემოახვევს შემოსავალს, რომელიც ეტაპობრივად მიმზიდველი გახდება, რადგან შემოსავლის ყველა სხვა წყარო ნაკლებად უსაფრთხო იქნება. შემოსავლის დამცავი ფენა დახმარებას აღმოუჩენს მუდმივ სიღარიბესა და უთანასწორობას.

რა თქმა უნდა, ინტერნეტი უკიდურესად მნიშვნელოვანია. იდეებს გაცილებით სწრაფად შეუძლიათ გავრცელება, ვიდრე ეს წარსულში იყო შესაძლებელი. ადრეული 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრების რეორგანიზაციის გზებზე საუბარი მიმდინარეობდა ონლაინ სივრცეში. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის მეთოდი, რითაც საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე მომუშავე ორგანიზაციების ვებ-გვერდები აქტიურად იმართებოდა. ელ.ფოსტით გაგზავნილი იმდროინდელი რეგულარული შეტყობინებები მკითხველთა ფართო წრეს იზიდავდა.

სხვა ფაქტორს წარმოადგენს საყოველთაო საბაზისო შემოსავლის საპილოტე პროექტები ნამიბიასა (2008-2009) და ინდოეთში (2011-2013 წლებში), რომლებმაც ხალხის ყურადღება მიიქცია. ეს პროექტები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ბევრი რამ გააკეთა დებატების ხელშესაწყობად.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი შექმნის შემოსავლის დამცავ ფენას, რომელიც უფრო და უფრო მიმზიდველი იქნება, რადგან შემოსავლის სხვა წყაროები ნაკლებად დაცულია

ასევე, მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენდა საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებული შვედეთის რეფერენდუმი, რომელიც გაიმართა 2016 წლის ივნისში. ადგილი ჰქონდა რამდენიმე სამწუხარო ასპექტს, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ეს არ იყო მნიშვნელოვანი. მას გამოცდილი პუბლიცისტები ედგნენ სათავეში. პირადად ვიცნობ ერთ-ერთ მათგანს – ის მხატვარია და კამპანიიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი დიდ იდეებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი ჩაიშალა, ის იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ჭკვიანური ერთგვარი სავარჯიშო საერთაშორისო გავლენით.

ახლახანს, 2017-18 წლების ფინეთის ესპერიმენტმა საფუძველი ჩაუყარა სარგებლიან დებატებს და რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ბევრ ყალბ ამბავსაც. ფინური ცდა იყო ძალიან მცირე, შემთხვევითი ექსპერიმენტი, რისთვისაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აირჩა 2000 დაუსაქმებელი ინდივიდი, რომლებსაც მიეცათ უპირობო უმუშევრობის სარგებელი 2 წლის განმავლობაში. მრავალი თვალსაზრისით, ეს იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ მისი დაწყებისთანავე გაჟღერდა მესიჯი, რომ ფინეთი ყველას აძლევდა საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. აღნიშნული მესიჯი გავრცელდა და გავლენა მოახდინა დებატებზე, განსაკუთრებით, გაერთიანებულ სამეფოში.

უკვე დიდი ხანია ხართ ლონდონის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ნდობის ჯგუფისა და საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დედამიწის კავშირის წევრი. შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ ამ ორგანიზაციებზე?

საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კვლევის ჯგუფს (ამჟამად საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ნდობის ჯგუფი)) საფუძველი ჩაეყარა ჩვენი პატარა ჯგუფური შეკრებით, ბედფორდის მოედანზე მდებარე ოთახში, ლონდონში, 1984 წელს. მე-18 საუკუნის მიწურულიდან, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეა დროგამოშვებით გამოჩნდებოდა, თუმცა შემდეგ ისევ უჩინარდებოდა. შესაბამისად, კვლევისა და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, ჯგუფმა მიმდინარე დებატებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ის, რომ შემდეგში, თუ ისევ დაიკარგებოდა ინტერესი, მასალა ადგილზე იქნებოდა და არავის დასჭირდებოდა ყველაფრის ნულიდან ხელახლა დაწყება.

საერთო ჯამში, სტრატეგია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. „მოქალაქის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ნდობის ჯგუფი“ არ წარმოადგენს აქტიური კამპანიის ორგანოს: იგი შეიქმნა, რათა უზრუნველეყო ინტელექტუალური დებატების წარმართვის პროცესი. ის ყოველთვის იყო საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ორგანიზაცია. ვფიქრობ, რომ ამით იგი საკმაოდ ეფექტური გახდა.

1986 წელს „საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ევროპული კავშირი“ (ამჟამად საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დედამიწის კავშირი) მოწვეულ იქნა ევროპის აკადემიკოსთა მიერ, რომლებიც ამ იდეით იყვნენ დაინტერესებულნი. მან ერთმანეთს დააკავშირა საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე მომუშავე გლობალური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი. ორ წელიწადში ერთხელ (ამჟამად ყოველწლიურად) კავშირი საერთაშორისო კონგრესს მართავდა, რომელიც თავდაპირველად აქტივისტებს საშუალებას აძლევდა, ევროპის რომელიმე ნაწილში შეხვედროდნენ ერთმანეთს; ხოლო მოგვიანებით შეხვედრებს შეემატა ისეთი ადგილები, როგორიცაა ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა. ამჟამად, კავშირი მართავს აქტიურ ვებ-გვერდს და აგზავნის ყოველთვიულ ელ.ფოსტის ბიულეტენებს, რათა ხაზი გაუსვას მნიშვნელოვან მოვლენებს.

ისევე, როგორც „მოქალაქის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ნდობის ჯგუფი“, „საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დედამიწის კავშირი“, მოხალისეობრივი სამუშაო ძალის მეშვეობით ფუნქციონირებს. დროთა განმავლობაში, ორივე ინიციატივამ გააჩინა შესაძლებლობა, მათი საშუალებით თანმიმდევრული და ინტელექტუალური გლობალური დებატები წარმართულიყო.

ვინ ესწრება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დედამიწის კავშირის (BIEN) კონგრესებს? ისევ აკადემიკოსები და მკვლევრები?

დიახ, იქ ჯერ კიდევ აკადემიკოსები და მკვლევრები არიან, თუმცა აქტივისტებისა და კამპანიის მონაწილეების კონტინგენტი გაიზარდა. ჩემი აზრით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არის ძალიან დადებითი ცვლილება. ჩვენ ახლა საქმიანობის უფრო დიდი მრავალფეროვნება გვაქვს.

ევროპელი მოქალაქის ინიციატივამ საბაზისო შემოსავალზე მომუშავე საზოგადოების გაფართოებას შეუწყო ხელი. თუ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს გადახედავთ, გაერთიანებული სამეფოს საბაზისო შემოსავალი შეიქმნა, რათა მონაწილეობა ყოფილიყო მიღებული ევროპელ მოქალაქეთა პირველ ინიციატივაში საბაზისო შემოსავალზე. მთელი ევროპის მასშტაბით შეიქმნა მცირე ორგანიზაციები ხელმოწერების შეგროვების მიზნით. მათ ვერ მიიღეს ხელმოწერების მოთხოვნილი რაოდენობა, თუმცა კამპანიამ ხელი შეუწყო მრავალ მიმდინარე საქმიანობასა და დისკუსიას. ახალი ინიციატივა ახლახანს დაიწყო და იგი კიდევ ერთხელ აღმოუჩენს დახმარებას ახალ კამპანიას.

მე არ ვარ ის კაცი, რომელიც დებს ფსონებს, თუმცა ასეთი რომ ვიყო, ჩემს ფულს განვათავსებდი ინდოეთზე, როგორც ნამდვილი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პირველ ადგილზე

2019 წლის კონგრესი ინდოეთში გაიმართა. დებატები ინდურ საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე საინტერესოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ინდოეთში ერთდროულად შევხვდებით მძიმე სიღარიბესა და საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ინდოეთი ნამდვილი დემოკრატიაა. გარდა ამისა, იგი ფედერალური სახელმწიფოა. თუ ცალკეულ შტატს სურდა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღება, მას ეს შეეძლო. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც დებს ფსონებს, თუმცა ასეთი რომ ვიყო, ჩემს ფულს განვათავსებდი ინდოეთზე, როგორც ნამდვილი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პირველ ადგილზე.

რამდენად თავსებადია საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ახალ მწვანე კურსსა“ და იმ პოლიტიკასთან, რაც მიმართულია გარემოს გაუმჯობესებაზე?

ერთი არგუმენტი ისაა, რომ ადამინებს არ შეუძლიათ პლანეტის მომავალზე ფოკუსირება, თუ მათი შემოსავალი დაუცველია. დაუცველი შემოსავალი ქმნის შფოთვას. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი აღმოფხვრის ამ შფოთვას და სანაცვლოდ, გააუმჯობესებს ადამიანების შესაძლებლობას, რომ იფიქრონ სხვა საკითხებზე, მათ შორის გარემოზეც.

მაშინ, როცა საბაზისო შემოსავალსა და გარემოს შორის ეს კავშირი დადებითია, სხვა სახის კავშირები უფრო ბუნდოვანია და დამოკიდებელია კონკრეტული საბაზისო შემოსავლის სქემის მახასიათებლებზე. ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და სხვა ადგილებზე ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევა აჩვენებს, რომ თუ შემოსავლები გათანაბრდება უფრო მეტად, ვიდრე ისინი გათანაბრებულნი არიან, პლანეტა დაზიანდება. ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მოხმარების ტენდენცია უფრო მაღალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ოჯახებში. შედეგად, ერთი და იმავე რაოდენობის დამატებითი შემოსავლისათვის, დაბალშემოსავლიან ოჯახებში შეიქნმება კიდევ მეტი ახალი მოხმარება, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში, რაც გავლენას მოახდენს გარემოზე.

მაგრამ ბევრი რამ უცნობი რჩება და ამიტომ რთულია მათი განხილვა. მაგალითად, თეორიული თვალსაზრისით, ადამიანებს საყოველთაო საბაზისო შემოსავალი რომ ჰქონდეთ, მათი დასაქმების მოდელი შეიცვლებოდა. არ შეგვიძლია ვიცოდეთ ამ გავლენის ნამდვილი მოცულობა სამუშაოზე მანამ, სანამ საბაზისო შემოსავალს არ განვახორციელებთ. შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ იმ აქტივობათა სახეები, რომლებიც გარემოს ზიანს არ აყენებს, გაიზრდება და ის აქტივობები, რომლებსაც გარემოსათვის ზიანი მოაქვს, შემცირდება.

როგორ დაფინანსდება საბაზისო შემოსავალი ისეთი გზით, რაც თავსებადი იქნება მთავრობის გარემოსდაცვით მიზნებთან?

ჩემი კვლევის უდიდესი ნაწილი დაფუძნებულია არსებული საშემოსავლო გადასახადის სისტემიდან საბაზისო შემოსავლის დაფინანსებაზე, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მეტად სავარაუდო გზა საყოველთაო საბაზისო შემოსავლის საწყისისაკენ.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი შესაძლოა დაფინანსებული იქნას სხვადასხვა გზით, საიდანაც ერთ-ერთი ვარიანტია ნახშირბადის გადასახადი. ნებისმიერი ოდენობის ნახშირბადის გადასახადი ზიანს მიაყენებს უღარიბესი ოჯახების შემოსავალს. ტრანსპორტისა და საწვავის ღირებულება მოიმატებს. ხარჯების ზოგადი ზრდა მოსალოდნელია, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია წიაღისეული საწვავისაგან ნაწარმოებ ენერგიაზე. საყოველთაო საბაზისო შემოსავალს შეუძლია ამ ზემოქმედების შემსუბუქება.

გარკვეულწილად, საფრანგეთისაგან განსხვავებით, კანადამ ამის გააზრება შეძლო. თანხა, რომელიც კანადამ ნახშირბადის გადასახადიდან მიიღო, გარდაიქმნა დივიდენდებად ოჯახებისათვის. ეს პოლიტიკა, სხვადასხვა გზით, არ წარმოადგნეს საყოველთაო საბაზისო შემოსავალს, თუმცა არც შორს დგას მისგან. ეს იმას ნიშნავდა, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების შემოსავალი იყო დაცული. მათი ხარჯები გაიზარდა, მაგრამ ასევე გაიზარდა მათი შემოსავალიც. რაც პრეზიდენტ მაკრონს არ ესმოდა, იყო ის, რომ თუ საწვავის ფასები იზრდება, მაშინ დაცული უნდა იყოს უღარიბესი ოჯახების შემოსავლები. გასაკვირი არ არის, რომ ქუჩაში გატანილმა ყვითელმა ჟილეტებმა მაკრონი აიძულეს ისევ დაბრუნებოდა ნახშირბადის გადასახადს.

ზოგიერთის აზრით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართულმა საპასუხო ზომებმა პრირიტეტი უნდა მიანიჭოს სამუშაო ადგილებს მაშინ, როცა სხვებს მიაჩნიათ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი შელახავს სამუშაოს ღირებულებას. რა პასუხს გასცემდით ამ არგუმენტებს?

სამთავრობო დახმარების საჭიროების შემოწმების ტესტის სისტემა არის ის, რაც განაპირობებს იმას, რომ ანაზღაურებადი სამუშაო არ არის სათანადოდ დაფასებული, ამით ხდება სამუშაო ეთიკის მოშლა და საბოლოოდ, სამუშაოს ღირებულების შელახვა.

ნამიბიისა და ინდოეთის საპილოტე პროექტებში შეინიშნებოდა ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ჰქონდათ რაღაც, რასაც დაეყრდნობოდნენ და შეეძლოთ რისკზე წასვლა. მათ გააჩნდათ ეს დაცული ფენა, რომელიც არასოდეს წაერთმეოდათ. ეს იქნება განსხვავება საყოველთაო საბაზისო შემოსავალსა და სამთავრობო დახმარების საჭიროებების შემოწმების ტესტს შორის. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არასოდეს იქნება ჩამორთმეული გამომუშავებული შემოსავლის ზრდის გამო და იგი სტიმულს მისცემს სამუშაოს. ის წაახალისებს ადამიანებს, რათა წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და ამასთანავე, უზრუნველყოფს თვითდასაქმების სტიმულირებას.

რას იტყვით იმ მოსაზრებაზე, რომ სოციალური უსაფრთხოება მხოლოდ იმათ უნდა მიემართებოდეს, ვისაც იგი სჭირდება?

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ეფექტური საშუალება იქნებოდა ყველასათვის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისინი, ვისაც იგი ყველაზე მეტად სჭირდებათ, აუცილებლად მიიღებენ მას. ამ დროისათვის, შეღავათების სისტემა ამას სულაც არ აკეთებს.

შეგიძლიათ გადასახადები დააკისროთ მდიდრებს, რათა არარელევანტური გახადოთ ის ფაქტი, რომ ისინი საბაზისო შემოსავალს იღებენ. ისინი საბოლოოდ ნაკლებს მიიღებენ.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან ერთად, წინ წამოიწია სხვა ახალმა იდეებმა, როგორც მიმდინარე კრიზისის პოტენციურ დაძლევის საშუალებებმა, მაგალითად, როგორიცაა თანამედროვე მონეტარული თეორია. როგორ ფიქობთ, რამდენად თავსებადია საბაზისო შემოსავალი ამ ახალ იდეებთან?

თანამედროვე მონეტარული თეორია წინა პლანზე იმ ადამიანებმა წამოწიეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთავრობამ უბრალოდ უნდა შექმნას ფული, რათა გადაიხადოს საბაზისო შემოსავალისათვის. დიდი ხანია არსებობს მოსაზრება – რომელსაც მხარს უჭერს ტომას პიკეტი – რომ რადგან ავტომატიზაცია უზრუნველყოფს შემოსავლის უფრო მაღალი დონის მიწოდებას კაპიტალისათვის, ვიდრე შრომისათვის, გამომუშავებული შემოსავლით აღარ კონტროლდება წარმოების სარგებელი. ამით აიხსნება ეკონომიკაში არსებული ნაპრალი მთლიან შიდა პროდუქტსა და გამომუშავებული შემოსავლის მთლიან ოდენობას შორის. თანამედროვე მონეტარული თეორიის მიხედვით, ამ ნაპრალის შევსება შესაძლებელია ფულის შექმნით, ინფლაციის გამოწვევის გარეშე. ბოლოდროინდელი რაოდენობრივად შემამსუბუქებელი ღონისძიების მეთოდები ამ შეხედულების დამადასტურებელ გარკვეულ მტკიცებულებას წარმოადგენს.

პრობლემა არის ის, რომ ახალი ფულის გამოყენება მანამ არის შესაძლებელი, სანამ ეს ნაპრალი შეივსება. შესაძლოა საბაზისო შემოსავლის დაფინანსება შეძლოთ დროებით, მაგრამ მე ვერ ვხედავ, თუ როგორ მოახერხებთ დააფინანსოთ იგი მუდმივად ფულის შექმნის გამოყენებით.

მიმდინარე კრიზისის დაწყებისთანავე, გაერთიანებულ სამეფოში შეთავაზებულ იქნა რიგი წინადადებები საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან მიმართებით და პლუს ამას, ადგილი ჰქონდა საპილოტეების შეფასებით შესწავლა შოტლანდიაში. რა გაძლევთ საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებული გარდატეხის ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინს მიმდინარე კონტექსტში?

ჩემი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს იმას, თუ რამდენად ძვირია გონივრული ზომის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის აღდგენა. თუ აპირებთ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიღებას იმ დონეზე, რაც შეესაბამება ჯოსეფ როუნტრის ფონდისა და ლაფბოროს უნივესიტეტის კვლევას მინიმალური შემოსავლის სტანდარტების შესახებ, მიიღებთ წლიურ გადასახდელ ღირებულებას 236 მილიარდი ფუნტის ოდენობით და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები 5 პროცენტით გაიზრდება. ეს არ არის იაფი და ამის გაკეთებას მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებდით.

შესაძლო გამოსავალი ამ კონკრეტული კრიზისიდან – მნიშვნელოვანი დამცავი ღონისძიება – შეიძლება იყოს მონაცემთა ბაზის დაარსება მოქალაქეებისათვის პირდაპირი ანაზღაურების მიცემის მიზნით.

შესაძლო გამოსავალი ამ კონკრეტული კრიზისიდან – მნიშვნელოვანი დამცავი ღონისძიება – შეიძლება იყოს მონაცემთა ბაზის დაარსება მოქალაქეებისათვის პირდაპირი ანაზღაურების მიცემის მიზნით. თუ მომავალში იმავე ხასიათის კრიზისი მოხდება და დააპირებ, რომ ადამიანთა შემოსავალი შესაფერისად დაიცვა, ასეთი მექანიზმი აუცილებლად დაგჭირდება. ამ მომენტისათვის არ შეგვიძლია მივწვდეთ ყველას.

გაერთიანებულ სამეფოში ჯერ კიდევ არსებობს ის განცდა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ შემოსავალზე და დარწმუნდეს, რომ თავად მიიღებს მას – თითქოს, ჩვენი წინაპრების წარსული წარმოების სარგებელი, ეროვნული ინფრასტრუქტურა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გვაქვს, არა ჩვენ, არამედ რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის.

თავდაპირველად, გარდატეხას დავინახავთ პატარა ქვეყნებში

თავდაპირველად, გარდატეხას დავინახავთ პატარა ქვეყნებში. მაგალითად, ირლანდიის რესპუბლიკაში. წლების განმავლობაში, მისმა მთავრობამ ორჯერ, სრული სერიოზულბით განიხილა საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა საკანონმდებლო დონეს მიაღწია, არაფერი მომხდარა ამ შემთხვევებში. მეორე მხრივ, შოტლანდია წარმოადგენს შესაძლებლობას: თუ შოტლანდია გახდება დამოუკიდებელი ან მიეცემა ფისკალური ავტონომია, რათა გაერთიანებული სამეფოს ნაწილად შენარჩუნდეს, საკმაოდ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ იქ ვიხილავთ საყოველთაო საბაზისო შემოსავალს.

Cookies on our website allow us to deliver better content by enhancing our understanding of what pages are visited. Data from cookies is stored anonymously and only shared with analytics partners in an anonymised form.

Find out more about our use of cookies in our privacy policy.