“კორპორაციული ეკონომიკა არ აძლევს ბიზნესს საშუალებას რომ ყურადღება გამოიჩინოს სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართ” ამბობს ბუნდესტაგის წევრი – გერჰარდ შიკი, ინტერვიუში, რომელშიც განვიხილავთ მის წიგნს: “კოპორაციული ეკონომიკა – არა, მადლობა!”

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ხილვადი დადასტურება იმისა, რომ თანამედროვე ეკონომიკას აშკარად რაღაც პრობლემა აქვს?

– ერთ-ერთი მრავალთაგანი ეს არის ღრმა კრიზისი, რომლის ერთ-ერთი შედეგიც არის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ საქმე სტრუქტურულ ცვლილებაშიცაა: საბაზრო ეკონომიკა იმ მიმართულებით ვეღარ ფუნქციონიებს, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ერთი მხრივ, კორპორციებმა ძალიან დიდი ძალაუფლება მოიპოვეს, რისი საშუალებითაც კარგად შეუძლიათ გამოიყენონ ამ პოზიციით მიღებული მომგებიანი პირობები. გარდა ამისა, აღსანიშნავია ფინანსური ბაზრები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობს საბაზრო პირობების დადგენაში. რაც შეეხება მესამე მიზეზს, რომელიც პირველ ორთან მჭიდროდაა დაკავშირებული, არის ის, რომ კორპორაციული ინტერესები ხშირად დომინირებს პოლიტიკის კეთების პროცესზე. ძალიან ხშირად, სახელმწიფო ვეღარ ახერხებს გარკვეული წესების დადგენას, რომელსაც უნდა ახორციელებდეს საბაზრო ეკონომიკის არსებობის პირობებში. ნაცვლად ამისა, კორპორაციები თვითონვე ადგენს მათთვის ხელსაყრელ პირობებსა და წესებს. სწორედ ეს სამი ფენომენია, რომლის ერთიანობასაც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სახელით მოვიხსენიებ, რადგან ჩვენს დღევანდელ ეკონომიკურ პოლიტიკას არ მართავს სამართლიანი ბაზრები, არამედ მხოლოდ დიდი, კერძო კორპორაციები.

როგორც წიგნში აღნიშნეთ, თქვენ გქონდათ შესაძლებლობა ჰონგ-კონგში ყოფნისას, გასაუბრებოდით მცირე ბიზნეს ინვესტორებს, რომლებიც კრიზისულ სიტუაციასა და წაგებაში იმყოფებოდნენ და რომლებმაც მოაწყვეს დემონსტრაცია საბანკო ზედამხედველობის ოფისის წინ. რა იყო ის საბოლოო შედეგი , რაც მიიღეთ ამ შეხვედრების შედეგად?

მსგავსად ევროპისა, ყველაზე საინტერესო აღმოჩენა აქაც იყო მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და დაცვის პრობლემა: დიდი ბანკები არსებულ რისკებს გამოუცდელი და მოუმზადებელი კლიენტების პასუხისმგებლობად წარმოაჩენს. სწორედ მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა ჰონგ-კონგში, ისევე როგროც, მაგალითად, გერმანიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდ კორპორაციებს შეუძლიათ ამგვარი სისუსტეების სათავისოდ გამოყენება და ყველა მომხმარებელი ამ თამაშში მათი სათამაშო ფიგურა ხდება. ეს ყველაფერი უსამართლობაა, ვინაიდან ბაზარი მომხმარებლის სარგებლიანობისათვის უნდა იყოს მოწყობილი.

“ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ადამიანები ჩართულნი იყვნენ იმ პროდუქტის მოხმარებაში, რომელიც სამართლიანი საბაზრო სისტემის ფარგლებში იწარმოება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილების მისაღწევად რეგულაციების ცვლილებაა საჭირო”

რეალურად, ეს ის საკითხია, რომელიც „ლემან ბრაზერსის“ (“Lehman Brothers”) ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველასათვის ნაცნობი უნდა იყოს და შესაბამისად ამისა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ მიმდინარეობს ეკონომიკის წარმართვა იმავე გზით, როგორიც იყო ზემოხსენებულ კრიზისამდელ პერიოდში?

ბოლო რამდენიმე წელში ბევრი რამ შეიცვალა. მრავალი კანონი გაუქმდა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის დონეზე, ისე ზოგადად ევროპულ არეალში, მაგრამ გადამწყვეტი ცვლილება მაინც არ განხორციელებულა, რადგან მთავარი ძალაუფლება ისევ არასწორი აგენტების ხელშია. ფინანსური ბაზრების მოგება სულ უფრო იზრდება, რის ფონზეც დისბალანსი ისევ არსებობს. ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფოს არ შეუძლია სწორად, საჭიროებისამებრ ჩაერიოს საბაზრო პროცესებში. არსებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციების რეალურად გატარებაც კი რთულდება, რადგან პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ადამიანები ძალიან სუსტად გამოიყურებიან, ან ხშირად ამ ყველაფრის განხორციელების პოლიტიკური სურვილიც კი არ არსებობს. ჩემი პირადი გამოცდილებით, ბევრ შემთხვევაში, მიუხედავად კანონების არსებობისა, პოლიტიკური ძალაუფლების ავტორიტეტებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია რას აკეთებენ ბანკები რეალურად, თუ ამ ინფორმაციას კორპორაციები არ მიაწვდიან. ამ ყველაფრის გამო ბევრი პრობლემის საწყის ეტაპზევე აღმოჩენა ვერ ხერხდება.

მაგრამ თქვენ ასევე წერთ, რომ დიდი ბანკები ისევ იღებენ მილიონობით ღირებულების სუბსიდიებს გადასახადების გადამხდელებისგან, რაც არ გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აქვს რეალური სურვილი გამიყენოს თავისი აღმასრულებელი ძალაუფლება.

რეალურად, რეგულაცია ბანკების მიერ კაპიტალის მფლობელობის შესახებ უკვე საკმაოდ გამკაცრებულია, ასე რომ, ვერ ვიტყვით, თითქოს არაფერი მომხდარა ამ მიმართულებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არამხოლოდ დიდი ბანკები, არამედ დიდი კორპორაციები, როგორც ყოველთვის, ახერხებს ისარგებლოს სპეციალური პირობებით. მაგალითად, დაბეგვრის სფეროში, როცა ევროკავშირში დიდი კორპორაციები სახელმწიფოს იყენებენ ერთამენეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, დღის ბოლოს, მცირე ბიზნესსა და დასაქმებულებს უწევთ გადაიხადონ თავიანთი შემოსავლების შესაბამისი გადასახადი, მაშინ როცა კორპორაციები უდიდესი მოგების მიუხედავად შეუსაბამოდ მცირედს იხდიან. ეს არის ის უპირატესობა და სარგებელი, რომელსაც მცირე ბიზნესი ვერ მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგები არიან, რასაც, რა თქმა უნდა, კონკურენციაზე უდიდესი გავლენა აქვს.

ბოლო წლების, ათწლეულების განმავლობაში, სახელმწიფომ დაკარგა მნიშვნელოვანი ლეგიტიმაცია, როგორც მარეგულირებელმა, ვინაიდან ის დამარცხდა სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში. რა გზას უნდა მიმართოს სახელმწიფომ ასეთ მდგომარეობაში?

მნიშვნელოვანია, რომ არსებული ხარვეზები მართლაც მივმართოთ სახელმწიფოსკენ. ხშირად დიდი პარტიები დაინტერესებულნი არიან რომ მიჩქმალონ მსგავსი პრობლემები. ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში გვინახავს. ამ მხრივ გერმანიაც კარგი მაგალითია, სადაც პოლიტიკოსებს უწევდათ აეტანათ იმ შეცდომების შედეგები, რომელიც საბანკო კრიზისს მიუძღვოდა წინ. ამ ყველაფრის შედეგად, რა თქმა უნდა, ხალხიც ნაკლებად ენდობა სახელმწიფოს, რომელიც ბევრჯერ შეცდა. მჯერა, რომ მწვანეების არსებობა გვთავაზობს პასუხს ამ ყველაფერზე შემდეგის თქმით: “ჩვენ გვჭირდება მყარი და მარტივი წესები”, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ამ პრობლემის დალაგება მივანდოთ სახელმწიფო ბიუროკრატიას. საჯარო ტიპის ბანკებსაც ასევე სჭირდება მაკონტროლებელი სისტემის ორგანიზება, ვინაიდან მათაც ისევე შეუძლიათ საქმის არევა, როგორც კერძო ტიპის ბანკებს. მსგავსი მაგალითი ევროპის მასშტაბით არაერთია, როდესაც გამოჩნდა, რომ არასწორად ორგანიზებული საჯარო ინსტიტუტები ამ მხრივ ნამდვილად არ ჩამორჩება კერძო სექტორს.

ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მომხმარებლები აყოლილნი არიან დიდი კორპორაციების სცენარს და ხშირად მაინც ვყიდულობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ვიცით, რომ ჩვენთვის მავნებელია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვიქცევით ასე?

ძალიან ხშირად ჩვენ არ ვფლობთ სწორ და საკმარის ინფორმაციას. ხშირად ამ ყველაფერს ვაცნობიერებთ, მაგრამ რთულია რაიმეს შეცვლა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ყიდულობდნენ იმ პროდუქტს, რომელიც არის სამართლიანი საბაზრო ურთიერთობების შედეგი, მაგრამ მთავარი ცვლილებების მიღწევა მხოლოდ პოლიტიკის ცვლილებით შეიძლება. რაც შეეხება რეგულაციებს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებლები დიდ კორპორაციებთან მიმართებაში სამართლიან პირობებში იმყოფებიან, რათა მათ შეძლონ ბრძოლა. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს გაურკვეველი წარმომავლობის დიდი ფულადი მასების ბაზრიდან განდევნას. ამასთან, საზიანო პროდუქტის წარმოების შემთხვევაში კომპანიებს უნდა დაეკისროს უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა მათ აღარ გაბედონ უვარგისი პროდუქტის განთავსება ბაზარზე. არ მგონია, რომ ამ ყველაფრისაგან თავის არიდების პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს უნდა დავაკისროთ.

“მგონია, რომ ყველა ქვეყნისათვის უკეთესია, როდესაც საზოგადოება არის მოქალაქეობრივად აქტიური და პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის მინდობილი მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებზე. და პირიქით, პოლიტიკური სისტემა არ უნდა გამორიცხავდეს სამოქალაქო საზოგადოებას”.

თქვენ ასევე ისაუბრეთ კორპორაციების სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ახსენეთ, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი ამგვარი ქმედება დღესდღეობით ემსახურება საჯარო რეპუტაციასა და მარკეტინგულ განზრახვებს.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ სექტორში გვაქვს ამ მხრივ კარგი მაგალითი, მაგრამ კერძო კომპანიების უმეტესობის მთავარი მიზანია თავიანთი აქციონერების სიმდიდრის ზრდა და მათი მხრიდან ნებისმიერი სოციალურად თუ ეკოლოგიურად განხორციელებული ნაბიჯი, რეალურად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ მათი „დნმ”, მსგავსი კომპანიების სამოქმედო სტრუქტურა, თუ არ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ სიმდიდრის ზრდის მიმართულებით მოძრაობდეს. სხვა შემთხვევაში, ოდესღაც ეს ეკონომიკა გადაეყრება დიდ კრიზისს, ვინაიდან ადამიანური საჭიროებები მხოლოდ მატერიალური სიმდიდრით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ უნდა მოვთხოვოთ კორპორაციებს, რომ რეალურად გაითვალისწინონ სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, როცა თავიანთ საჯარო ანგარიშს წარადგენენ.

მაგრამ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ამ კორპორაციების მოწყობის ხასიათი, მათი, ასე ვთქვათ, „დნმ”?

მათ საჯარო ანგარიშში გასათვალისწინებელი მოთხოვნების გარდა, უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც კორპორაციის მფლობელობასა და მართვას შეეხება, რადგან სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი სოციალური და ეკოლოგიური მიზნების გაერთიანება კორპორაციების მიზნებსა და საქმიანობის ფორმაში. და აქვე, მინდა დავუბრუნდე კორპორაციული ეკონომიკის საკითხს: ჩვენ ხელი უნდა შევუშალით კორპორაციების უზარმაზარ ზრდას. კერძო მფლობელობაზე დაფუძნებულმა კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა დასაქმებულების მიმართ და ამ კომპანიების უფროსებს ზოგჯერ შეუძლიათ მისცენ თავს უფლება, რომ მარტოოდენ ნებისმიერ ფასად სიმდიდრის დაგროვებაზე არ იზრუნონ და სამართლიანად მოეპყრონ თავიანთ დასაქმებულებს. ამასთან, აიცილონ გარემოს დაბინძურება და დაზიანება, მაგრამ, დღესდღეობით, კორპორაციების მმართველნი მხოლოდ მოგების ზრდაზე ზრუნავენ. კორპორაციული ეკონომიკა არ აძლევს ბიზნესს საშუალებას, რომ ყურადღება გამოიჩინოს სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართ. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ მე, როგორც მწვანე იდეოლოგიის პოლიტიკოსი, რატომ ვარ ჩართული ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში: თუ გვინდა რომ დავიცვათ კლიმატი, თუ გვინდა რომ ვიზრუნოთ ბიომრავალფეროვნებაზე, თუ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეთიკა და მორალი არ არის ბოლომდე უგულებელყოფილი, მაშინ ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ დიდ და ძალაუფლებრივ კორპორაციებს, რომელთაც მხოლოდ თავიანთი მოგება აინტერესებთ. თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ, მაშინ წარმოუდგენელი იქნება მწვანე მიზნების მიღწევა, ისევე როგორც კლიმატის დარეგულირება.
„ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც მიმდინარეობს ბიუჯეტური ხარჯების შემცირება, ჩვენთან სახელმწიფოს შეეძლო მეტი ფული დაეხარჯა. სწორედ ამიტომ, გერმანელების უმრავლესობას არ აქვს წარმოდგენა თუ რაოდენ ცუდი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ევროპულ კრიზისს და ისინი არ გრძნობენ საჭიროებას, რომ იბრძოლონ კრიზისისადმი პასუხად გაცემული მცდარი პოლიტიკური ნაბიჯების წინააღმდეგ.”

მიიჩნევთ თუ არა, რომ კრიზისის გააქტიურების შედეგად კლიმატის პრობლემის საკითხი სრულიად განიდევნა დღის წესრიგიდან? ჩანს, რომ თითქმის ყველა ძალა ეკონომიკური კრიზისის პასუხად მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური გამოსავლის ძიებაზეა ორიენტირებული.

ამ დრომდე ვერც ჩვენ, მწვანეებმა, და ვერც ფართო გარემოსდაცვითმა მოძრაობებმა ვერ შევძელით გავმკლავებოდით ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისებს ერთობლივად, თუნდაც ევროპის არეალში. ის, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე, არ არის უბრალოდ უაზრო, ფინანსურად კატასტროფული პროექტის კონსტრუქცია. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლი და შემოსავალი უზარმაზარი დავალიანების გამო და გარდა ამისა, უზარმაზარი ფული დაიხარჯა დიდ პროექტებზე, რომელიც არავის სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინ დგას რეალური პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. სწორედ ეს არის ის, რასაც ვპასუხობთ „ახალი მწვანე კურსით“: ჩვენ უნდა ვეცადოთ და გამოვიყენოთ ეს კრიზისი იმისათვის, რომ გარდავქმნათ ეკონომიკა, რადგან ის მიმართულება და ხასიათი, რა ფორმითაც ის ბოლო წლებია ფუნქციონირებს, გახდა მიზეზი, არამ ხოლოდ ეკონომიკური კრიზისის, არამედ სოციალური და ეკოლოგიური ზიანისა.

მაგრამ მწვანეები ვერ ახერხებენ ძალაუფლების დაბალანსებას ევროპაში. როგორ შეგიძლიათ მიიყვანოთ სხვა დიდი პარტიები იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაინტერესდნენ ახალი მწვანე შეთანხმების მიზნებით?

ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მწვანეებმა შეცდომა დავუშვით მხოლოდ ცალკეულ ეკონომიკურ არგუმენტებზე ბრძოლითა და იმის უგულებელყოფით, თუ რამდენადაა ერთმანეთთან ეს სამი განზომილება დაკავშირებული. ერთი მხრივ, ჩვენ ზედმეტად ვექაჩებოდით განცალკევებულ ეკონომიკურ არგუმენტებს, რაც კრიზისის პერიოდში, რა თქმა უნდა, წინა პლანზე იყო წამოწეული. მაგრამ, მეორე მხრივ, აქვე აღვნიშნავ, რომ თუ მხოლოდ ეკოლოგიურ პრობლემებზე ვკონცენტრირდებით, ეს ყველაფერი ისე ჩანს, რომ თითქოს ხალხის ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისგან ჩვენ შორს ვართ. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ეს სამი განზომილება ერთად მოვაქციოთ და გავიმარჯვოთ იმათ წინაშე, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ეკონომიკური ხედვის განვითარებას.

თქვენი წიგნის ბოლო ნაწილში თქვენ იმედს გამოთქვამთ განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგის არსებობასთან დაკავშირებით. როგორი იქნებოდა ამგვარი პოლიტიკა განხორციელების შემთხვევაში?

ეს არის ერთგვარი საბოლოო მიგნება, რის საფუძველზეც დავასკვენი, რომ მხოლოდ სახელმწიფოსა და პოლიტიკურ სისტემას არ შეუძლია ჩვენი პრობლემების გადაჭრა – და ფაქტობრივად, სწორედ ეს სფერო რჩება მთავარ პრობლემად. პოლიტიკოსები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა გამოთქვამენ მოწოდებებს, რომ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება. ვინაიდან, ხალხის მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია, მივაღწიოთ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვას არსებული დომინანტური ძალაუფლებრივი სტრუქტურის ხელში. ფინანსური ტრანზაქციების გადასახადი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მწვანეების მუშაობამ შედეგი გამოიღო. მაგრამ, შემდეგ უკვე საჭირო გახდა რამდენიმე ათასი მოქალაქის ხელმოწერა, იმისათვის რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვლილიყო. მგონია, რომ ყველა ქვეყნისათვის უკეთესია, როცა საზოგადოება არის მოქალაქეობრივად აქტიური და პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის მინდობილი მხოლოდ კარიერაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებზე. და პირიქით, პოლიტიკური სისტემა არ უნდა გამორიცხავდეს სამოქალაქო საზოგადოებას.

ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა არ მუშაობს მათთვის და მჯერა, რომ ფუნდამენტური პასუხები მხოლოდ ზემოდან-ქვემოთ, ხალხის მიმართულებით არ მოდის. სწორედ ამიტომ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

ეკონომიკური სისტემის კრიტიკა, რომელიც მომდინარეობს „Blockupy movement-ის” დემონსტრაციებში, მრავალმხრივ თქვენი მოთხოვნების მსგავსია. რას ფიქრობთ ამგვარი ტიპის, ზოგჯერ ძალადობრივ პროტესტებზე?

მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული მოთხოვნებიდან ბევრი სავსებით სწორი იყო, მე მაინც უარვყოფ ისეთ ძალადობრივ პროტესტებს, როგორიც იყო ფრანკფურტში და პარტიაშიც ერთხმად ვიზიარებთ ამ პოზიციას. მე ასევე მიმაჩნია, რომ კრიტიკის მიმართვა ევროპის ცენტრალური ბანკის მიმართ არ იყო კარგი იდეა. მგონია, რომ ეს არასწორი მიზანი იყო, ვინაიდან ამ დროისათვის ევროპის ცენტრალური ბანკი ბევრ ღონეს ხმარობს კრიზისთან საბრძოლველად, თუმცა, მართალია, რომ მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგალითად, კრიზისულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში. მიუხედავად ამისა, რეალური პრობლემები ბერლინსა და სხვა ევროპულ მთავრობებთან უნდა ვეძებოთ, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ იპოვა თავშესაფარი და სადაც დაიბლოკა ევროპული ეკონომიკური პოლიტიკის საჭირო რეორიენტაცია ინვესტიციების მიმართ და არ შემუშავდა გეგმა უმუშევრობის შემცირების წინააღმდეგ. სწორედ ამას უნდა ვაპროტესტებდეთ.

ჩემი შთაბეჭდილება “Blockupy movement-ზე” ასევე არის ის, რომ ეს იყო შედარებით ვიწრო დაჯგუფება, რომელმაც ვერ შეძლო მოსახლეობის ფართო მასების ჩართვა და მობილიზება. ვფიქრობ, თუ რაღაცის მიღწევა გვინდა, მაშინ უფრო მეტი ხალხი უნდა ჩაერთოს და მეტ-ნაკლებად ხელი შევუშალოთ ძალადობრივ ქმედებებს.

რატომ არ არის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ჩრდილოეთ ევროპაში ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო მაგალითად ესპანეთში „აღშფოთებულთა მოძრაობის” დროს ან როგორიც იყო „უოლ სტრიტის ოკუპაცია” ნიუ-იორკში?

ამ მომენტისათვის, გერმანია და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კარგად სარგებლობს კრიზისიდან. აქ უმუშევრობა ეცემა და ხელფასები იზრდება, რადგან ევროს გაცვლითი კურსი ძალიან დაბალია გერმანიის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე პროცენტებიც. კრიზისის დასაწყისიდან მოყოლებული, გერმანიის ფედერალურმა ბიუჯეტმა სესხის მომსახურების შემცირებით 94 მილიარდი ევრო ისარგებლა. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ხდება შემცირებები, აქ სახელმწიფომ შეძლო მეტი ფულის დახარჯვა. სწორედ ამიტომ, გერმანელთა უმეტესობას არ აშინებს კრიზისის დრამატული შედეგები და არც გრძნობენ საჭიროებას რომ კრიზისისადმი არასწორი პოლიტიკური პასუხების წინააღმდეგ იბრძოლონ. მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ, არის მოკლევადიანი და მავნე იქნება გერმანიისთვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ყველაფრის წესრიგში მოყვანა, როცა ჩვენს პარტნიორებსაც ასევე კარგად მისდით საქმე.

Connecting the Struggles
Connecting the Struggles

Can we connect the local struggles playing out across Europe and beyond? And if so - what does the bigger picture look like? The latest edition of the Green European Journal aims to find out!

Cookies on our website allow us to deliver better content by enhancing our understanding of what pages are visited. Data from cookies is stored anonymously and only shared with analytics partners in an anonymised form.

Find out more about our use of cookies in our privacy policy.